საზოგადოება
29/11/2022

თბილისის ავტობუსების პარკს 18-მეტრიანი 200 ავტობუსი შეემატება - როგორია მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა

2023 წლიდან ავტობუსების პარკის განახლების პროცესი გაგრძელდება. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, მერია 2023 წელს 18-მეტრიან 200 ერთეულ ავტობუსს შეიძენს და პროცესი 2023-2024 წლებში დასრულდება.

"ეს დამატებით გაზრდის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტევადობას და დღიურად, 2 000 000-ით მეტი მგზავრობის შესაძლებლობას მოგვცემს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ასევე გაგრძელდება მეტროპოლიტენის განახლებისა და მეტროსადგურების რეაბილიტაციის პროცესი.

„მეტროპოლიტენის განახლება უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ამ მიმართულებითაც კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერით, ძალოვანი კაბელები შეიცვალა, გამაგრილებელი სისტემები განახლდა. ამასთანავე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ვთანამშრომლობთ და გაგრძელდება მეტროსადგურების რეაბილიტაცია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მომავალი წლიდან ნაკადების ავტომატიზებული მართვისა და კონტროლის სისტემა დაინერგება.

„2023 წლიდან დაიწყება ნაკადების ავტომატიზებული მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვა, საცობების აღმოჩენა რეალურ დროში ინციდენტებზე, სწრაფი რეაგირება საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სპეცტრანსპორტის პრიორიტეტულობა. შედეგად, მეტად მოწესრიგებულ და აჩქარებული მოძრაობას, ასევე, შემცირებულ საცობებს მივიღებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სატრანსპორტო პოლიტიკით გათვალისწინებული ეტაპების დასრულების შემდეგ, 2017 წელთან შედარებით, დედაქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, დაახლოებით, 110 000 ადგილით მეტი იქნება.

„2017 წელთან შედარებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტევადობა 110%-ით გაიზრდება და დამატებით, დაახლოებით, 110 000 ადგილს მივიღებთ. ქუჩების გამტარუნარიანობა 70%-ით გაიზრდება. ქუჩების გამტარუნარიანობა ყველასთვისაა, ამის საუკეთესო მაგალითია ჭავჭავაძის გამზირი. ეს მიდგომა გაგრძელდება სხვა ქუჩებთან და გამზირებთან მიმართებითაც. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარების ზრდა წლიურად 10% იქნება და ქალაქში 30%-ით ნაკლებ დროში გადაადგილების შესაძლებლობა მოგვეცემა. გადაადგილება პრობლემას აღარ უნდა წარმოადგენდეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023