საზოგადოება
09/08/2020
თბილისი-ფოთის რეისზე მატარებლის მგზავრებს მარიკა ბაკურაძე დაემგზავრება
ორშაბათს, 10 აგვისტოს თბილისი-ფოთის რეისზე მგზავრებს მარიკა ბაკურაძე დაემგზავრება.
მარიკა მგზავრებს მოუყვება რა ისტორია ინახება ფოთის მუზეუმში, რომელიც "გერმანულ სახლში" მდებარეობს, რაზე მოგვითხრობს ლეგენდა პალიასტომის ტბის შესახებ, რომელ ტყეს ადარებენ უცხოელები ამაზონის ტყეს და როგორია კოლხეთის ნაკრძალი, რომელიც აუცილებლად მოსანახულებელ ადგილთა სიაში შედის - ეს ჩვენი ე.წ. გიდის ამბების მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია.
შეგახსენებთ, რომ მგზავრობის პროცესში რკინიგზის გადამღები ჯგუფი აწარმოებს გადაღებას, მოგვიანებით კი მომზადდება საინფორმაციო ვიდეო რგოლი, რადგან სხვა ადამიანებსაც ჰქონდეთ რკინიგზის გზამკვლევების მიერ მოყოლილი ამბების მოსმენის შესაძლებლობა.