საზოგადოება
04/04/2023
თბილისი-ფოთის და თბილისი-ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებლები იმოძრავებს
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით "საქართველოს რკინიგა" რეისებს ამატებს.
"თბილისი-ფოთის და თბილისი-ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებლები იმოძრავებს.
ძვირფასო მგზავრებო!
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა 13,14,15,17 და 18 აპრილს, თბილისი-ფოთი-თბილისის და 14,15,17 და 18 აპრილს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით, დამატებით რეისებს ნიშნავს:
მატარებლების მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილში:
ბილეთების შეძენა შესაძლებელია:
ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით:
სწრაფი გადახდის აპარატებით,
საქართველოს რკინიგზის სალაროებში,
საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით,"-ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.