თბილისელი ახალგაზრდები ევროპის ქვეყნების 60-ზე მეტი ორგანიზაციის მუშაობაში ჩართვას შეძლებენ
თბილისის მერიის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება საერთაშორისო პარტნიორებთან - „ერასმუს+ ახალგაზრდებისთვის“ და ევროპის სოლიდარობის კორპუსთან“ ერთად, თბილისში მცხოვრები 18-30 წლის ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო მოხალისეობრივ პროგრამას იწყებს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდები წლის განმავლობაში, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ეტაპობრივად გაემგზავრებიან და ექნებათ შესაძლებლობა, 60-ზე მეტი ორგანიზაციის მუშაობაში ჩაერთონ, გაიზიარონ საერთაშორისო მოხალისეობრივი საქმიანობის პრაქტიკა, განავითარონ ახალი უნარები სხვადასხვა სფეროში, გაიუმჯებესონ უცხო ენების ცოდნის დონე, გაეცნონ სხვადასხვა კულტურას და შეიძინონ ახალი მეგობრები.
დაინტერესებულმა პირებმა 17 თებერვლიდან 20 მარტამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია მითითებულ ლინკზე:https://forms.gle/6KKb5PRdzMzoJqZKA.
ევროპის სოლიდარობის კორპუსის პროგრამის შესახებ ზოგადი ინფორმაციის გასაგებად გადადით შემდეგ ბმულზე http://bit.ly/3tobOiA.