საზოგადოება
22/08/2022

თამარ მეფის გამზირზე გზის საკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა

თამარ მეფის გამზირზე გზის საკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა.

პროექტის ფარგლებში, გამზირზე დაიხაზა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი. განახლდა საგზაო ნიშნები, შუქნიშნით რეგულირებადი „ზებრა“ გადასასვლელები და გზის გამყოფი კუნძულები.

ტერიტორია ადაპტირდა შშმ პირებისთვის, მოეწყო სარწყავი სისტემა და მიმდინარეობს გამწვანების სამუშაოები. 

დედაქალაქის მერის განცხადებით, გზის ეს მონაკვეთი პრობლემას წარმოადგენდა, რადგან დღის განმავლობაში, ქალაქის მასშტაბით, დაახლოებით, 500-მდე შეუსრულებელი მარშრუტიდან 250 თამარ მეფის გამზირზე მოდიოდა.

„პროექტი სადგურის მოედნიდან გმირთა მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში საავტობუსე ზოლების მოწყობას გულისხმობს, რაც იმ სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია, რომელიც დედაქალაქის მერიამ დააანონსა. ყველა იმ ქუჩაზე, სადაც კვლევების შემდეგ, შესაძლებელი იქნება საავტობუსე ზოლების მოწყობა, ყველგან გაკეთდება, რათა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა თავისუფლად შეძლოს გადაადგილება. თამარ მეფის გამზირი იყო ერთ-ერთი ურთულესი კვანძი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილებით, ეს პრობლემა მთლიანად მოგვარდება, ქვეითად მოსიარულეებისთვის მოეწყო გადასასვლელები. დაემატა შუქნიშნები, რამაც მოაწესრიგა გადაადგილება, როგორც ქვეითებისთვის, ასევე, ავტომობილებისთვის და ავტობუსებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძე.

მერიის ცნობით, თამარ მეფისა და აღმაშენებლის გამზირების კვეთაზე გადატვირთული საგზაო მოძრაობის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტს დაყოვნება უწევდა, რაც მოცდის დროის გაზრდას განაპირობებდა. აღნიშნული პროექტის განხორციელება საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლეთათვის მნიშვნელოვანია, რადგან ტერიტორიაზე, 50 მარშრუტზე, 386 სატრანსპორტო ერთეულით დღის განმავლობაში, დაახლოებით, 3 051 დაგეგმილი მგზავრობაა. სამუშაოების შედეგად, აღნიშნულ ტერიტორიაზე მგზავრები საზოგადოებრივი ტრანსპორტით შეუფერხებლად და კომფორტულად გადაადგილებას შეძლებენ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023