საზოგადოება
01/03/2021

თამარ გაბუნია: ვაქცინის დაგვიანება საქართველოს მიზეზით არ არის გამოწვეული

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია საქართველოში ვაქცინაციის პროცესის დაგვიანების მიზეზებს განმარტავს. აცხადებს, რომ შეფერხება ქართული მხარის მიზეზით არ არის გამოწვეული.

"AstraZeneca-ს შემთხვევაში გავიარეთ პასუხისმგებლობების დაზღვევის ეტაპები, ასევე გამოხატა მზაობა, რომ ქვეყანაში შემოსული AstraZeneca იქნება რეგისტრირებული. იგივე ეტაპებია გასავლელი Pfizer-ის შემთხვევაში. როდესაც ველოდით მის შემოსვლას თებერვლის შუა რიცხვებიდან, შუალედური კომუნიკაციების შემდეგ Covax-მა გვაცნობა, რომ არის გარკვეული დამატებითი მოთხოვნები Pfizer-ის მიერ, რომელიც არ უკავშირდება ქვეყნის ტექნიკურ მზაობას ვაქცინის მიღებისთვის და დაკავშირებულია პასუხისმგებლობის ფინანსურ გადაზღვევასთან, რომლის დეტალებს 23 თებერვლის წერილში ჩვენ Covax ვერ გვატყობინებს. თუმცა გვპირდება, რომ მომავალ კვირაში ჩაინიშნება სატელეფონო კონსულტაცია, სადაც დაზუსტდება ეს პირობები. დღესაც ველოდებით Pfizer-ისა და Covax-გან სატელეფონო ზარის ზუსტ თარიღს. ასე რომ, Pfizer-ის შემთხვევაში ქართული მხარის მხრიდან შეფერხება ერთი წუთიც არ ყოფილა",- განმარტა გაბუნიამ.