საზოგადოება
05/08/2021

თამარ გაბუნია: საველე სივრცეში კარვები არ გაიშლება 

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების განთავსებით მიზნით საველე სივრცეში კარვები არ გაიშლება. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, გაიზრდება კოვიდსასტუმროების ნომრების რაოდენობა, რომელიც საველე ჰოსპიტალის ანალოგს წარმოადგენს.

“კოვიდსასტუმროების მობილიზების ტემპი იმატებს. არის შესაძლებლობა, რომ კოვიდსასტუმროების ნომრების იგივე რაოდენობა ჩავრთოთ პროგრამაში, რაც გვქონდა ნოემბერ-დეკემბრის ტალღის პირობებში. ვფიქრობთ, ეს რესურსი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მიმდინარე პერიოდში შემთხვევები იმართოს და ყურადღების მიღმა არავინ დარჩეს. თუმცა რა თქმა უნდა ჯანდაცვის სექტორი და სამინისტრო ასევე მუშაობს ალტერნატიულ გეგმაზე, რისი დეტალებიც დაზუსტდება, თუმცა არ არის საუბარი იმაზე, რომ საველე სივრცეში კარვები გაიშალოს. ნამდვილად არ იქნება ეს ამბავი. სექტორში ჯერჯერობით საწოლების მობილიზების კუთხით რესურსი არის. დაახლოებით 8 000 საწოლია, რაც ჩვენ შეგვიძლია კოვიდის მიზნებისთვის გამოვიყენოთ“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.  

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022