საზოგადოება
19/03/2021

თამარ გაბუნია: ახალციხეში კლინიკა "იმედი" შესაბამისი ინვენტარით სრულყოფილად აღჭურვილია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ახალციხეში კლინიკა "იმედი" შესაბამისი ინვენტარით სრულყოფილად არის აღჭურვილი.

27 წლის ექთნის თბილისში გადმოყვანის აუცილებლობა კი იმიტომ დადგა, რომ შემთხვევა უკიდურესად საყურადღებო იყო და პროცესში ექსპერტების ჩართვა გახდა საჭირო.

"ახალციხის "იმედის" კლინიკა სრულად არის აღჭურვილი. იქ არის რეანიმაციული განყოფილება და სწორედ ამიტომ მაშინვე მოხერხდა პაციენტისთვის რეანიმაციული დახმარების გაწევა. გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ პაციენტი გადმოყვანილიყო თბილისში, არ მიღებულა იმის გამო, რომ იქ არ იყო შესაფერისი პირობები. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმიტომ, რომ შემთხვევა იყო უკიდურესად საყურადრებო და ძალიან მნიშვნელოვანი. ჩაითვალა, რომ ექპსერტებს უნდა მიეღოთ მონაწილეობა თბილისში და მათი ახალციხეში გამგზავრებით კიდევ დრო დაიკარგებოდა",- განაცხადა გაბუნიამ.