საზოგადოება
01/09/2022

სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაზე განცხადებების მიღება დღეიდან დაიწყო

სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაზე განცხადებები პირველი სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით მიიღება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის დაფინანსების მიზნით, განცხადებების შემოტანა სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიანი ოჯახის წევრ და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტების შეეძლებათ.

„თბილისის მერიის მიერ დაფინანსდებიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესით  ჩაირიცხნენ   ბაკალავრიატის, მაგისტრატურის  ან დოქტორანტურის   აკადემიურ საფეხურზე,  აქვთ   აქტიური სტუდენტის სტატუსი და კანონმდებლობით დადგენილი  წესით  არიან  სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, ან  მრავალშვილიანი  ოჯახის წევრები ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი. გასაცემი   დაფინანსების  ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის  მიერ წინა სემესტრში გავლილ  საგნებში  მიღებული შეფასებების    საშუალო   არითმეტიკული ქულაზე. სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ  სემესტრული  თანხის ფარგლებში (არაუმეტეს 1 125 ლარი)  50%,   70%  ან  100% დაფინანსება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, პროგრამით პირველკურსელი სტუდენტებიც ისარგებლებენ.

„მინდა ავღნიშნო, რომ სტუდენტთა დაფინანსების პროგრამით პირველკურსელი სტუდენტებიც ისარგებლებენ. მინდა, მივულოცო მათ სტუდენტობა და ვუსურვო წარმატებები ცხოვრების  ახალ ეტაპზე“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის მიხედვით, სოციალურად დაუცველ სტუდენტებს,  მრავალშვილიანი ოჯახის წევრ სტუდენტებს და შეზღუდული  შესაძლებლობის სტატუსის მქონე  სტუდენტებს სწავლა უფინანსდებათ სამივე აკადემიურ  საფეხურზე  (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა), ასევე, გაიცემა ფინანსური  წახალისება სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებული მაგისტრანტებისთვის  (თბილისის მერიის სტიპენდია).

პროგრამის   ფარგლებში,  2021-2022  სასწავლო წელს  3 964  სტუდენტს გაეწია ფინანსური მხარდაჭერა,  მათ შორის  2 962  სტუდენტს დაუფინანსდა სწავლა, ხოლო 1 038  წარჩინებულ მაგისტრანტზე თბილისის მერიის სტიპენდია გაიცა.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023