საზოგადოება
25/01/2023

Stockton და თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ მუსიკალურ სპექტაკლს "ბრუნტეტი - დაბრუნება"

თიბისი კონცეპტის, მასტერქარდისა და Stockton ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში გიწვევთ მუსიკალური სპექტაკლის „ბრუნტეტი - დაბრუნება“ პრემიერაზე.

წარმოდგენა, რომელშიც მაყურებლებს საშუალება ექნებათ 5 წლის ალექსანდრე კორძაიას (kordz) წარმოსახვით სამყაროში იმოგზაურონ, დაფუძნებულია Kordz-ის ნაწარმოებზე „1999“. სპექტაკლი 2021 წელს შეიქმნა ჰოლანდიური ანსამბლისთვის “Kluster 5” და მასში გამოყენებულია 1999 წლის აუდიო-ჩანაწერები. ამ ჩანაწერებში, 5 წლის kordz-ი გვიყვება მის წარმოსახვით სამყარო - ბრუნტეტზე, ბრუნტეტის მაცხოვრებლებსა და მის გონებაში დალექილ სხვადასხვა საინტერესო თემაზე.

სპექტაკლი 5,6 და 7 თებერვალს თეატრში „ჰარაკი“, ხოლო 11 თებერვალს კი Silk Factory Studio-ში გაიმართება.

მუსიკოსები: kordz & ანსამბლი Kluster 5 (ჰააგა, ნიდერლანდები).

პროექტის თეატრალურ მიმართულებაზე „ჰარაკი“-ს გუნდმა  (თეატრალური კომპანია) და რეჟისორმა, სანდრო კალანდაძემ იმუშავეს.

მსახიობები:

ანასტასია ჭანტურაია
ანანო მახარაძე

ნატალია გაბისონია
ბექა ხაჩიძე
გიორგი რაზმაძე

თემო რეხვიაშვილი

ბილეთების წინასწარი გაყიდვა დაიწყება 25 იანვარს და 3 დღის განმავლობაში ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ თიბისი კონცეპტის მასტერქარდ ბარათის მფლობელებისთვის, 15%-იანი ფასდაკლებით.

28 იანვრიდან თიბისი კონცეპტის ბარათის მფლობელებისთვის იმოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება, ხოლო თიბისი მასტერქარდ ბარათის მფლობელებისთვის 10%.

*ფასდაკლება არ ვრცელდება თიბისის ერთგულის ბარათებზე.
ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ: tkt.ge
მხარდამჭერები: Pro Helvetia (შვეიცარია), თიბისი კონცეპტი, მასტერქარდი, ლექსუსი და თბილისის მერია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023