საზოგადოება
09/11/2022

სპორტის სასახლის მიმდებარედ ადგილმონაცვლეობის შედეგად რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

საბურთალოს რაიონში, ადგილმონაცვლეობის შედეგად, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა.

თბილისის მერის განცხადებით, სპორტის სასახლის მიმდებარედ, 1 700 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის მონაცვლეობა განხორციელდა. ტერიტორიაზე დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური შესაბამის სამუშაოებს განახორციელებს. 

"დედაქალაქში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა, მათ შორის, არსებულის განახლება და მოწესრიგება. ჩვენ არაერთი პროექტი განვახორციელეთ. იცით, სპორტის სასახლის ტერიტორია როგორ არასწორად არის განაშენიანებული, რა პრობლემებია, პირველ რიგში, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის. არასწორი ურბანული განვითარების შედეგად, რეკრეაციული სივრცეების ნაკლებობაა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, სადაც შესაძლებელია გამოინახოს სივრცეები პატარა სკვერების მოსაწყობად. ბოლო წლების განმავლობაში, საბურთალოს რაიონის გამგეობამ ოთხი ასეთი პროექტი განახორციელა. ამჯერად, თბილისის მერიამ რესტორნების ქსელ „მაკდონალდსის“ მიმდებარედ, 1 700 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის  მონაცვლეობა  განახორციელა, რომელიც კერძო საკუთრებაში იყო. მოლაპარაკებების შედეგად, ტერიტორია მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა და კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. ყველაფერი გაკეთდება, რომ ადგილობრივ მცხოვრებლებს განტვირთვის და დასვენების საშუალება ჰქონდეთ. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება, დაახლოებით, 250 000 ლარს შეადგენს", - განაცხადა კახა კალაძემ. 

ტერიტორიაზე აღდგება პირვანდელი გეგმარება - მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდება დასასვენებელი სკამები, ურნები, სასმელი წყლის შადრევანი.

გარდა ამისა, ჩატარდება გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება, დაითესება ბალახი და დამატებით დაირგვება მწვანე ნარგავები. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023