საზოგადოება
08/09/2020

სპეციალისტები საწვავის გაძვირებას ელიან

აგვისტოში საწვავი გაძვირდა. არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე ფასი 40-50 თეთრით, ბრენდირებულ სადგურებზე კი 20-25 თეთრით გაიზარდა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განმარტებით, ეს ფასის ზრდის საბოლოო ეტაპი არ არის და მომხმარებელი საწვავის გაძვირებას უახლოეს თვეებში კიდევ უნდა ელოდოს. მიზეზი მსოფლიო ბაზარზე არსებული ვითარებაა.

ასოციაციაში ამბობენ, რომ კორონავირუსის ნაწილობრივ დაძლევისა და ეკონომიკის ეტაპობრივი აღდგენის შემდეგ მსოფლიოში ნავთბის ფასი იმატებს და ეს საქართველოზეც აისახება.

ცნობისთვის არაბრენდირებულ სადგურებზე რეგულარის ტიპის საწვავი საშუალოდ 1,79-1,81 ღირს. ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე კი მისი ფასი 1,97-დან 2,06 ლარამდე მერყეობს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022