საზოგადოება
13/11/2020

სისტემური შეზღუდვები არ იგეგმება, რეგულაციების აღსრულების მონიტორინგი კი მკაცრდება

საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის მიუხედავად ქვეყანა ინარჩუნებს წერტილოვანი და ლოკალური მიდგომების გამოყენების სტრატეგიას, სისტემური შეზღუდვების ამოქმედება არ იგეგმება.

საბჭოს სხდომაზე განიხილეს იმ წერტილოვანი შეზღუდვების აღსრულების პროცესს, რომელიც 9 ნოემბრიდან ამოქმედდა. ამ კუთხით, დადგენილი რეგულაციების აღსრულების მონიტორინგი კიდევ უფრო გამკაცრდება.

საბჭოს წევრებმა განიხილეს ის ღონისძიებები, რომლებიც ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით ხორციელდება.

საბჭომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვის მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების პრევენციას.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 73 154 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 55 511 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 636 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2447 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში - 3413 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4957 პირი.

 

 

ფოტო: batumelebi.netgazeti.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022