"სილქ როუდ ჯგუფი" განცხადებას ავრცელებს
"სილქ როუდ ჯგუფი" ბიზნესმენ ლევან კაჭარავას დაღუპვის ფაქტს ეხმაურება და მომხდარის გამო მის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
ლევან კაჭარავა "სილქ როუდ ჯგუფის" ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო.
"ღრმა მწუხარებით ვეხმიანებით ლევან კაჭარავას ტრაგიკული დაღუპვის ამბავს და ვიზიარებთ ლევანის ოჯახის მწუხარებას. ლევანი სილქ როუდ ჯგუფის დასაბამიდან იყო ჩვენთან, როგორც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს წევრი. 2006 წლიდან ლევანმა სილქ როუდ ჯგუფისგან დამოუკიდებლად გააგრძელა წარმატებული ბიზნეს საქმიანობა. ლევანი იყო ჩვენი ძვირფასი მეგობარი და უაღრესად ღირსეული ადამიანი. დიდი იმედი გვაქვს, რომ ლევანის მკვლელობა გამოძიებული იქნება და დამნაშავეები ჯეროვნად დაისჯებიან",- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ცნობისთვის, ბიზნესმენი ლევან კაჭარავა ბაგებში, წყნეთის გზაზე საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს. არსებული ინფორმაციით, ის ავტომანქანით მძღოლთან ერთად სახლის მიმართულებით მიდიოდა, რა დროსაც მას ცეცხლი გაუხსნეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლებით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარება) მიმდინარეობს.