"სიდრის კლუბში ბაზალეთზე" ქართული მხატვრული ფილმის "დიდი შესვენება" ჩვენება გაიმართება
შაბათს, 18 თებერვალს, 18:00 საათზე „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ ახალი ქართული ფილმის „დიდი შესვენება“ ჩვენება გაიმართება.
მოიწყეთ შაბათი საღამო თბილისიდან 20 წუთის სავალზე, ბაზალეთის ტბის პირას, სალონურ-კლუბურ არტ, გრილ და სასიამოვნო გარემოში. ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია უგემრიელესი სიდრისა და სასიამოვნო მუსიკის თანხლებით, სადაც თავად რეჟისორი თქვენს კითხვებს უპასუხებს.
„დიდი შესვენება" ქართველი სცენარისტისა და რეჟისორის, დავით ფირცხალავას სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერაც ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. დავით ფირცხალავამ ამ ფილმისთვის 2022 წლის აპრილში საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მიიღო ბოსფორის საერთაშორისო კინოფესტივალზე, მოგვიანებით ფილმმა ამერიკის კინოაკადემიის პრიზის 2023 წლის ნომინაციაზე, საქართველოს სახელით წარსადგენი სრულმეტრაჟიანი ფილმის შესარჩევ კონკურსშიც გაიმარჯვა.
ფილმი კლასელების ურთიერთობასა და მეგობრობაზე მოგვითხრობს. სკოლის დამთავრებიდან 13 წელია გასული. ყოფილი კლასელები, სკოლაში, ერთი შეხედვით უწყინარი მიზეზით იკრიბებიან, რომ დალიონ, გაერთონ, ძველი დრო გაიხსენონ, მაგრამ შეკრების ინიციატორს, ციცის, აქვს ფარული მოტივაცია: პასუხი აგებინოს მის კლასელს, გუგას, რომელიც სკოლის პერიოდში მჩაგვრელი იყო. გუგას კი უჩნდება ეჭვი, რომ კლასი, მას გასამართლებას უპირებს.რეჟისორის მიზანია, აჩვენოს, თუ როგორი მნიშვნელოვანია ადამიანური ურთიერთობების შენარჩუნება და როგორ სძლევს მეგობრობა და წარსულში გატარებული წლები ყველანაირ ნეგატიურ ფაქტორს.
„ჩემთვის, როგორც ხელოვანისთვის მნიშვნელოვანია შეფასებების მოსმენა, ამიტომ ჩვენების შემდეგ, მყუდრო გარემოში შევძლებთ მოსაზრებების გაზიარებასა და ცოცხალი დისკუსიის გამართვას შელამაზების გარეშე, რაც ჩემთვის აუცილებელია. ვფიქრობ, ფილმი გაამართლებს მაყურებლის მოლოდინებს, შესაძლოა ეს ჩვენება ფართომასშტაბიანი არ იქნება, თუმცა რაოდენობაზე მეტად ხარისხია მნიშვნელოვანი. ჩემთვის ეს ერთგვარი გამოწვევაა და ყოველთვის მომწონს, ასეთ გარემოში ფილმის ჩვენების გამართვა, უფრო მეტად უახლოვდები მაყურებელს, რაც ძალზედ ორიგინალური და მიმზიდველია. მგონი კარგი კინოსაღამო უნდა გამოვიდეს,“ - აღნიშნავს ფილმის რეჟისორი დავით ფირცხალავა.
რატომ „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ და რატომ შუშხუნა სიდრი? „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ დამფუძნებელი ზაალ ხელაძე ხაზს უსვამს სწორედ კლუბში არსებულ მყუდრო, გემოვნებიან და სალონურ გარემოს. სიდრთან ერთად კი, ეს ყველაფერი უფრო მიმზიდველი და სასიამოვნოა.
„„სიდრის კლუბი ბაზალეთზე" ყოველ შაბათ-კვირას იმართება სხვადასხვა სახის კულტურული, საგანმანათლებლო და შემეცნებითი სალონური საღამოები. ეს იქნება ფილმისჩვენება, წიგნის პრეზენტაცია, ლექცია-სემინარები თუ სხვა აქტივობა. ვზრუნავთ ადამიანების განწყობაზე. ამიტომაც ჩვენი ხშირი სტუმარია ორგანული, ბუნებრივი და ჯანსაღი საზოგადოება. ვფიქრობ ეს დღეც სასიამოვნო და დადასამახსოვრებელი იქნება, “ - განმარტავს სიდრის კლუბი ბაზალეთზე დამფუძნებელი.
სტუმრები შეძლებენ დააგემოვნონ ადგილზე წარმოებული უგემრიელესი სიდრი. დასწრება თავისუფალია. მაგიდის დასაჯავშნად დაგვირეკეთ ნომერზე: + 995 599142411
“სიდრის კლუბი ბაზალეთზე” მწვანე იდეოლოგიის მქონე ბიზნესია, რომლის ფლაგმანი პროდუქტია, ნულოვანი ემისიის საწარმოში ორგანული პრინციპებით მოპოვებული ხილის (ვაშლის, ჟოლო, ბროწეული, ფეიხოა, მოცვი, კეხური, ალუბალი და სხვა.) წვენების ბუნებრივი ფერმენტაციის შედეგად წარმოებული დაბალალკოჰოლური სასმელი, შუშხუნა სიდრი და იქვე დამზადებული ორგანული საკვებია. კლუბი ბაზალეთის ტბის სანაპირო ზოლში მდებარეობს, მწვანე ინჟინერინგის პრინციპებზე აგებულ, საქართველოში პირველ რეგისტრირებულ მწვანე შენობაში.