საზოგადოება
21/02/2023

"სიდრის კლუბი ბაზალეთზე" ქართული მხატვრული ფილმის "დიდი შესვენება" ჩვენება გაიმართა

სიდრის კლუბმა ბაზალეთზე“  ახალი ქართული ფილმისდიდი შესვენებაჩვენება უმასპინძლა. კინოჩვენება შაბათ საღამოს, თბილისიდან 20 წუთის სავალზე, ბაზალეთის ტბის პირას, სალონურ-კლუბურ არტ, გრილ და სასიამოვნო გარემოში მოეწყო. ფილმის დასრულების შემდეგ დისკუსია გაიმართა. უგემრიელესი სიდრისა და სასიამოვნო მუსიკის თანხლებით მაყურებელთა კითხვებს  თავად რეჟისორმა დავით ფირცხალავამ უპასუხა.

 „დიდი შესვენება" ქართველი სცენარისტისა და რეჟისორის, დავით ფირცხალავას სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერაც ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. დავით ფირცხალავამ ამ ფილმისთვის 2022 წლის აპრილში საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მიიღო ბოსფორის საერთაშორისო კინოფესტივალზე, მოგვიანებით ფილმმა ამერიკის კინოაკადემიის პრიზის 2023 წლის ნომინაციაზე, საქართველოს სახელით წარსადგენი სრულმეტრაჟიანი ფილმის შესარჩევ კონკურსშიც გაიმარჯვა.

ფილმი კლასელების ურთიერთობასა და მეგობრობაზე მოგვითხრობს. სკოლის დამთავრებიდან 13 წელია გასული. ყოფილი კლასელები, სკოლაში, ერთი შეხედვით უწყინარი მიზეზით იკრიბებიან, რომ დალიონ, გაერთონ, ძველი დრო გაიხსენონ, მაგრამ შეკრების ინიციატორს, ციცის, აქვს ფარული მოტივაცია: პასუხი აგებინოს მის კლასელს, გუგას, რომელიც სკოლის პერიოდში მჩაგვრელი იყო. გუგას კი უჩნდება ეჭვი, რომ კლასი, მას გასამართლებას უპირებს.რეჟისორის მიზანია, აჩვენოს, თუ როგორი მნიშვნელოვანია ადამიანური ურთიერთობების შენარჩუნება და როგორ სძლევს მეგობრობა და წარსულში გატარებული წლები ყველანაირ ნეგატიურ ფაქტორს.

"პირველ რიგში, სიდრის კლუბის თანამშრომლების სტუმრებისადმი დამოკიდებულება, სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის, რაც თავს „შინაურულად“ გაგრძნობინებს. ფილმის ასეთ გარემოში ჩვენება ჩემთვის სიახლე იყო, როცა მთელ კლუბში, სამ ეკრანზე პარალელურად მიდიოდა სეანსი. სტუმრებთან ერთად, კლუბის თანამშრომლებიც დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულები ფილმის მსვლელობაში, რაც ძალიან სასიხარულო იყო ჩემთვის. სეანსის დასრულების შემდეგ კი, მაყურებლისგან მოვისმინე შეფასებები, ორი სიტყვა მეც ვთქვი, ფილმის შექმნის მიზეზებზე და მის საბოლოო მიზანზე. რამდენიმე ისეთი კითხვაც დაისვა, რომელიც აქამდე, ფილმის ირგვლივ, არ გაჟღერებულა. საბოლოო ჯამში, ამ მყუდრო და მშვიდ გარემოში, კლუბის მასპინძლების და დამსწრე სტუმრების წყალობით, ვფიქრობ, საინტერესო და სასარგებლო შეხვედრა გამოვიდა,"-  აღნაშნავს ფილმის რეჟისორი დავით ფირცხალავა.

რატომ „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ და რატომ შუშხუნა სიდრი? „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ დამფუძნებელი ზაალ ხელაძე ხაზს უსვამს სწორედ, კლუბში არსებულ მყუდრო, გემოვნებიან და სალონურ გარემოს. სიდრთან ერთად კი, ეს ყველაფერი უფრო მიმზიდველი და სასიამოვნოა.

“დიდი ხანია, ასეთი კარგად გადაღებული, განსხვავებული შინაარსის და გრამატულად აწყტობილი ფილმი არ მინახავს, აზრი, რომელმაც თითქოს გაარღვია ჩაკეტილი წრე, რომელშიც ბოლო წლებში ქართული კინო ტრიალებდა, სიმბოლოები, რომლებიც ბევრ რამეზე მიგვითითებენ, სცენები, სულის სიღრმეებში რომ ჩაგიძვრებიან და იქ ძალიან ბევრ რამეზე დაგაფიქრებენ, სრულიად შოკირებული პერსონაჟი, რომელიც სკოლის დარაჯის ამპლუაში გვევლინება ცალკე განხილვას და აღფრთოვანებას იწვევს. მეგობრების მდუმარე სცენა, რომელიც ალბათ ყველაზე მეტყველი სცენაა,სცენა სპორტულ დარბაზში ერთგვარი დუელი, სპოილერობას აქ დავამთავრებ და ფილმს შევუცვლიდი ჟანრს, უფრო სწორად პრიორიტეტულად დავწერდი, რომ „დიდი შესვენება“ არის ფსიქოლოგიური დრამა, ტრილერი. თითქოს მართლა საიდუმლო სერობის ერთგვარი ვერსიაც კი ჩანს, შურისძიების, წლების განმავლობაში ნაგროვი და შენახული წყენების გადმონთხევის და ამავე დროს თავშეკავების მაგალითები. იუმორი, რომელიც ყველას განსახვავებული აქვს და ფილმის თითქოს ნელ რითმს ისე კარგად ერწყმის, რომ ერთ ამოსუნთქვაზე უყურებ და რომ ამოდის ტიტრები, გინდა, რომ თავიდან დაიწყო და კიდევ ნახო! შუქჩრდილების ოსტატობა, მონტაჟის დრამატურგია და ოპერატორის ხედვა და მთლიანად გადამღები ჯგუფის 100%-ით მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა. მე ყველას ვურჩევ რომ ნახოს ეს ფილმი, „დიდი შენსვენება“ დიდი გარღვევა ქართულ კინოში!” –კინოჩვენების შემდეგ შთაბეჭდილებებზე საუბრობს  მსახიობი ზაალ წულუკიძე.

“სიდრის კლუბი ბაზალეთზე”  მწვანე იდეოლოგიის მქონე ბიზნესია, რომლის ფლაგმანი პროდუქტია,  ნულოვანი ემისიის საწარმოში ორგანული პრინციპებით მოპოვებული ხილის (ვაშლის, ჟოლო, ბროწეული, ფეიხოა, მოცვი, კეხური, ალუბალი და სხვა.) წვენების ბუნებრივი ფერმენტაციის შედეგად წარმოებული დაბალალკოჰოლური სასმელი, შუშხუნა სიდრი და  იქვე დამზადებული ორგანული საკვებია. კლუბი  ბაზალეთის ტბის სანაპირო ზოლში მდებარეობს, მწვანე ინჟინერინგის პრინციპებზე აგებულ, საქართველოში პირველ რეგისტრირებულ მწვანე შენობაში.