საზოგადოება
27/01/2023

"სიდრის კლუბი ბაზალეთზე" ბედნიერების ელჩს უმასპინძლებს

29 იანვარს, 15:00სთ-ზე „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“  გიწვევთ ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის ხელმძღვანელთან კოგნიტურ/შემეცნებით ვიზუალურ არტისტთან, "ბედნიერების ელჩთან" - არსენ გვენეტაძესთან (Dr. AG) შეხვედრაზე ბედნიერება გაზიარებით იბადება!“.

 ეს იქნება თავისუფალი ლექცია აუდიტორიის ჩართულობით, კითხვა-პასუხის რეჟიმში - "ბედნიერების ფორმულა" ბედნიერების ელჩისგან“!

„სიდრის კლუბი ბაზალეთზე ყოველ შაბათ-კვირას იმართება სხვადასხვა სახის კულტურული, საგანმანათლებლო და შემეცნებითი საღამოები. ვზრუნავთ ადამიანების განწყობაზე, ვცდილობთ მათ ყოველდღიურობისგან თავის დაღწევისა და განტვირთვისთვის სასიამოვნო გარემო შევუქმნათ. ეს კი უფრო ემოციური და სახალისოა შუშხუნა სიდრის თანხლებით, “ - განმარტავს „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ დამფუძნებელი ზაალ ხელაძე.

ბედ­ნი­­რე­ბა მი­უღ­წე­ვე­ლი იქ­ნე­ბა იქამ­დე, სა­ნამ არ ის­წვა­ლით, იყოთ ბედ­ნი­­რე­ბი ახლა და ამ წუ­თას. თუ თავ­სუ­ფა­ლი ადა­მი­­ნი ღირ­სე­ბას­თან და­მე­გობ­რდე­ბა, შან­სი იმის, რომ მან თავი ბედ­ნი­­რად იგ­რძნოს, დი­დია და ეს ფორ­მუ­ლით ასე გად­მო­ვე­ცი - "თა­ვი­სუფ­ლე­ბა + ღირ­სე­ბა = ბედ­ნი­­რე­ბას"... ეს ალ­ბათ ბევ­რის­თვის სა­კა­მა­თოა, მაგ­რამ ჩემ­თვის ასეა და კარ­გია! და­მი­ჯე­რეთ ცხოვ­რე­ბა უმარ­ტი­ვე­სია, მას ჩვენ ვარ­თუ­ლებთ- აღნიშნავს არსენ გვენეტაძე (Dr. AG), რომელიც 29 იანვარს უფრო მეტი ბედნიერებას ადგილზე, „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ გაგიზიარებთ.

მასპინძლობა „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“  ამით არ დასრუდლება საღამოს 18:00 საათიდან დიჯეი და პროდიუსერი GOGIGUNIA წარმოგდიგენთ ფოლკლორისა და ელექტრონული ჟღერადობის ჰარმონიულ სინთეზს.

დასწრების შემთხვევაში, გთხოვთ, წინასწარ დაგვიკავშირდეთ მაგიდის დასაჯავშნად ნომერზე +995599142411

“სიდრის კლუბი ბაზალეთზე”  მწვანე იდეოლოგიის მქონე ბიზნესია, რომლის ფლაგმანი პროდუქტია,  ნულოვანი ემისიის საწამოში ორგანული პრინციპებით მოპოვებული ხილის (ვაშლის, ჟოლო, ბროწეული, ფეიხო, მოცვი, კეხური, ალუბალი და სხვა.) წვენების ბუნებრივი ფერმეტაციის შედეგად წარმოებული დაბალალკოჰოლური სასმელი, შუშხუნა სიდრი და  იქვე დამზადებული ორგანული საკვებია. კლუბი  ბაზალეთის ტბის სანაპირო ზოლში მდებარეობს, მწვანე ინჟინერინგის პრინციპებზე აგებულ, საქართველოში პირველ რეგისტრირებულ მწვანე შენობაში.