საზოგადოება
08/04/2022

შუახევი ჰესი აჭარისწყლის აუზის დათევზიანებას აგრძელებს

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია’’ გარემოსდაცვითი ვალდებულებების ფარგლებში აჭარისწყლის აუზის დათევზიანებას აგრძელებს.

წელს კომპანიამ, დათევზიანების მეორე ეტაპი განახორციელა და მდინარის აჭარისწყლის აუზში 11 000 ცალი ნაკადულის კალმახის ლარვა გაუშვა.

ნაკადულის კალმახი საქართველოს “წითელი ნუსხის” ობიექტია  და მინიჭებული აქვს  მოწყვლადის სტატუსი. აღნიშნული აქტივობა ხელს შეუწყობს ნაკადულის კალმახის აღდგენასა და შენარჩუნებას. დათევზიანების პროცესს უზრუნველყოფენ ადგილობრივი თევზსაშენი და ქართველი იქთიოლოგები.

2020 წელს ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიერ შერჩეული იქნა რეგიონში მოქმედი  ყველაზე მსხვილი, თანამედროვე აღჭურვილობით და კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული თევზსაშენი, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნულ პროცეს.

დათევზიენების/რესტოკინგის მონიტორინგს კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია’’ შუახევი ჰესის პროექტის ფარგლებში წელიწადში ოთხჯერ,  კონმპანიის გარემოსდაცვითი გეგმის ფარგლებში მიმდინარე იქთიოლოგიური მონიტორინგის მეშვეობით ახორციელებს, რომელიც მიმდინარეობს 2014 წლიდან და მომდევნო წლებშიც გაგარძელდება. აღნიშნული მონიტორინგის ფარგლებში ხორციელდება იქთიოფაუნის, მათ შორის ნაკადულის კალმახის რაოდენობრივ-ხარისხობრივი პარამეტრების მონიტორინგი, წინასწარ შერჩეულ სადგურებზე.

,,კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას’’ მიერ განხორციელებული აქტივობები ნათლად წარმოაჩენს კომპანიის მაღალ გარემოდაცვით პასუხისმგებლობას - წვლილი შეიტანოს მდინარე აჭარისწყლის აუზის იქთიოფაუნის შენარჩუნების და აღდგენის საქმეში, ამ მხრივ საუკეთესო მიდგომებისა და პრაქტიკის იმპლემენტაციით. კომპანია ერთის მხრივ მრავალი წელია ახორციელებს ინტენსიურ და რუტინულ მონიტორინგს, ხოლო მეორეს მხრივ გარემოსდაცვითი ვალდებულებების ფარგლებში, აღნიშნულ მონიტორინგზე დაყრდნობით ატარებს პრაქტიკულ ღონისძიებებს გადაშენების პირას მყოფი სახეობის რესტოკინგის სახით, რაც გამოიხატება ნაკადულის კალმახის აბორიგენული ფონდიდან მიღებული ლარვების გაშვებას მათთვის სახასიათო ლოკაციებსა და ჰაბიტატებში. ‘’ - ამბობს იქთიოლოგი, არჩილ გუჩმანიძე.

 

აჭარისწყლის აუზის დათევზიანება განხორციელდა - რესტოკინგის საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული ყველა პრინციპის გათვალისწინებით: პოპულაციური, გეორგრაფიული, გენეტიკური და ეკოლოგიური პრინციპი.

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას’’ გარემოსდაცვით გუნდს ნინო გაგუა ხელმძღვანელობს. ის აღნიშნავს, რომ გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულება, კომპანიის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

,,ჩვენი კომპანია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების შესრულები მიზნით, ასევე გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში ახორციელებლს სხვადასხვა სახის საკომპენსაციო და შემარბილებელ ღონისძიებებს. აჭარისწყლის აუზის  „საქართველოს წითელი ნუსხის“ სახეობით, კერძოდ ნაკადულის კალმახით  დათევზიანება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკომპენსაციო ღონისძიებაა

დათევზიანების პროცესში კომპანიას ჩართული ჰყავს მაღალი კვალიფიკაციის მქონე დარგის ექსპერტები, რათა საკომპენსაციო ღონისძიებამ გამოიღოს სასურველი შედეგი. დათევზიანების დაგეგმვა და განხორციელების ყველა ეტაპი შეთანხმებულია შესაბამის სამინისტროსთან.‘’ –   აღნიშნა ნინო გაგუამ.

2021-2022 წელებში შუახევი ჰესის მიერ აჭარისწყლის აუზში  გაშვებული კალმახის ლიფსიტის რაოდენობა 21 000 შეადგენს. მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით და გარემოსა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროსთან შეთანხმებით, კომპანია შემდგომ წლებშიც გააგრძლებს აჭარისწყლის აუზის დათევზიანებას.