ფოტო:1tv.ge
საზოგადოება
03/08/2023

შსს: სტიქიის ზონიდან უკვე გამოყვანილია 12 მოქალაქე, მათგან 5 ბავშვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან უკვე გამოყვანილია 12 მოქალაქე, მათგან ხუთი ბავშვია.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მიმდინარეობს აქტიური სამაშველო ღონისძიებები.

„სტიქიის ზონიდან უკვე გამოყვანილია 12 მოქალაქე, მათგან ხუთი ბავშვია, მიმდინარეობს აქტიური სამაშველო ღონისძიება, – აცხადებენ პრესსამსახურში.

მეწყერი შოვში დღეს ჩამოწვა. არსებული ინფორმაციით, უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში დაახლოებით 15 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა შორის დაშავებულები არ არიან.

1tv.ge

Businesspartner