შსს ეროვნულ ბანკს რეკომენდაციას აძლევს
კომერციულ ბანკებისთვის კიდევ ერთი ვალდებულების დაკისრების მიზანშეწონილობაზე, შს მინისტრის საპარლამენტო საათზე, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
დეპუტატებმა, მინისტრს, კომერციულ ბანკებთან პატრულირების გაძლიერების ბოლოდროინდელ ფაქტებზე ჰკითხეს.
რაზეც გომელაურმა უპასუხა, რომ ეს მიდგომა (გაძლიერებული რისკების ზონაში მობილიზაცია სიახლე არ არის).
აღნიშნა, რომ შსს-ს რეკომენდაციის მიუხედავად ბანკების ფილიალების უმეტესობა დაცვის სამსახურის გარეშეა, რაც გარკვეულ რისკებს ქმნის, რადგან თავდასხმის, ძარცვის ან დაყაჩაღების შემთხვევისას მდგომარეობა უფრო მძიმდება, რასაც შემდეგ შს სამინისტრო უმკლავდება.
გომელაურის თქმით, ამ საკითხის დარეგულირების გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნულ ბანკთან (სებ) ერთად არის მისაღები.
სებ-მა რომ ვიზიტორების დანახარჯების იანვრის სტატისტიკა ვერ გამოაქვეყნა. ამის მიზეზი კი მინისტრის თქმით, სტატისტიკის წარმოების დახვეწა გახდა.
ამიერიდან კვარტალურად იწარმოებს, როგორც ესპანეთში, ფინეთსა და დანიაშია. გომელაურმა იმ ქვეყნების (პოლონეთი, გერმანია, შვედეთი, ავსტრია) მაგალითიც მოიხმო, სადაც მონაცემები 1-წლიანი პერიოდულობით ქვეყნდება.
მისი თქმით, სტატისტიკის წარმოება/გენერირებას 1 თვეზე მეტი სჭირდება. მ.შ. დანაშაულის. გამოძიებიდან, ბრალის წარდგენამდე პერიოდი შესაძლოა 1 თვეს გადაცდეს. მისი შეფასებით, თვის სტატისტიკით თუ დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელი უფრო ზუსტი იყო. კვარტალური მონაცემებით, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელიც ასეთივე ზუსტი იქნება.
მისი თქმით, თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაიმე მონაცემი იმალება ან საზოგადოებას არასწორად მიეწოდება, ძალიან ცდება. მ.შ. არც რუსეთიდან მოქალაქეების შემოსვლაზე.
გომელაურის ინფორმაციით, რუსეთიდან ნაკადი არც ისე გაზრდილია. 2019 -ში მეტობა იყო 300 000 -ით. რუსეთიდან 1 064 000 მოქალაქე შემოვიდა და 1 067 000 გავიდა.
2022 წელს 869 874 რუსი შემოვიდა და 809 873 გავიდა. 1.4 მლნ-მა გადაკვეთა საზღვარი, თუმც ამ სტატისტიკაში შედის ის კატეგორიაც რომელსაც საქმიანობიდან გამომდინარე უწევს ქვენაში/ქვეყნიდან შესვლა/გასვლა (ან ტაქსაობს, ან მტვირთავია...)
მინისტრის თქმით, წელს რუსეთიდან უვრო მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა. 2023-ში 136 979 რუსი შემოვიდა და 150 913 გავიდა ქვეყნიდან. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან (24/02/2022-დან 20/02/2023 -მდე) კი 917 000 რუსი ჩამოვიდა და 866 000 -მა დატოვა ჩვენი ქვეყანა.