საზოგადოება
19/04/2023

შსს: 2023 წლის I კვარტალში, რუსეთიდან საქართველოში 298 285 პირი შემოვიდა

2023 წლის I კვარტალში საქართველოში რუსეთიდან 298 285  პირი შემოვიდა, - ინფორმაციას  შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

როგორც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის სტატისტიკაშია აღნიშნული, ამავე პერიოდში საქართველოდან რუსეთში 320 236 პირის გასვლა დაფიქსირდა. 

საზღვრის კვეთის რაოდენობის მიხედვით შემდეგ მოდის თურქეთი,სადაც I კვარტალში საქართველოდან 236 843 პირი გავიდა, ამავე პერიოდში კი თურქეთიდან საქართველოში 246 803 პირი შემოვიდა. 

საქართველოს  სახელმწიფო საზღვრის კვეთის სტატისტიკაში, რაოდენობის მიხედვით მესამე ადგილზეა სომხეთი. I კვარტალში მეზობელი ქვეყნიდან 224 342 პირი შემოვიდა, ამავე პერიოდში საქართველოდან სომხეთში 238 950 პირი გავიდა. 

Businesspartner