საზოგადოება
08/11/2020

შს მინისტრის მოადგილე: პოლიციას ცრემლსადენი გაზი არ გამოუყენებია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე აქციის მონაწილეების დასაშლელად სამართალდამცავების მიერ ცერემლსადენის გაზის გამოყენებაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

„სამწუხაროდ ვრცელდება დეზინფორმაცია. პოლიციას არ გამოუყენებია გაზი. მინდა გაითვალისწინოს ყველამ, რომ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება მიზანშეწონილი არ არის“, – განაცხადა კახა საბანაძემ.