საზოგადოება
10/08/2021

შოთა ბურჯანაძე: ყველა მრავალრიცხოვანი ღონისძიება უნდა გაუქმდეს 

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის შოთა ბურჯანაძის შეფასებით, ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდვითარების ფონზე ყველა მრავალრიცხოვანი ღონისძიება უნდა გაუქმდეს. 

ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, რადგან მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

“მე, როგორც რესტორატორი ვამბობ, ქვეყანაში გვაქვს ორი უკიდურესობა, ერთი მთლიანად გახსნილები ვართ, ან მთლიანად ჩაკეტილები. ოქროს შუალედის მოძებნა გვიჭირს. რატომღაც ყველაფერი ნებადართულია, თითქოს ხალხი გათავისუფლდა იმ მარწუხებისგან, რასაც ჰქვია შეზღუდვებში ყოფნა. ამიტომ, რეალურად ჩვენ უფრო დიდ შეზღუდვებში შევალთ და საერთოდ არც კი დასჭირდება ვინმეს შეზღუდვების გამოცხადება, როდესაც ამ ვითარებაში ვიქნებით, არავის არსად წასვლის სურვილი არ ექნება. 

ამ ვითარებიდან გამოსავალია ადმინისტრირება და ყველა მრავალრიცხოვანი ღონისძიების გაუქმება - ეს იქნება ფესტივალები თუ სხვადასხვა ივენთები. არ აქვს მნიშვნელობა, სახელმწიფო თუ კერძო დაკვეთით, ყველა ღონისძიება უნდა გაუქმდეს! მეორე, ეს არის ვაქცინაცია, რომელიც არის ერთადერთი გადარჩენა. ვაქცინა არის საშუალება, რომელიც ამ პრობლემური სიტუაციიდან გამოგვიყვანს“,- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022