საზოგადოება
10/08/2021

შოთა ბურჯანაძე: ჩემს კოლეგებს დამკვეთი უმტკიცებდა, რომ ნებადართულია ქორწილის გადახდა

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესება ვაქცინაციის პროცესის დაგვიანებამ, აგრეთვე დიდმა თავშეყრებმა - ფესტივალებმა, ქორწილებმა და სხვა ღონისძიებებმა გამოიწვია. ამის მაპროვოცირებელი არის ისიც, რომ მთავრობამ რეგულაციების დამრღვევების მიმართ ამნისტია გამოაცხადა. 

მისი თქმით, რეალურად ქვეყანაში რეგულაციები არსებობს, თუმცა მისი აღსრულების ადმინისტრირება არ ხდება. 

“შეზღუდვები, რაც არსებობს, მისი აღსრულება უნდა გამკაცრდეს. კანონდამრღვევები რეალურად არსებობდნენ მრავლად, არ ხდებოდა მათი გამოვლენა. დღეს ქვეყანაში გვაქვს უამრავი ქორწილი, ქელეხი, ივენთები, ფესტივალები და ა.შ. ხუმრობენ კიდეც, რომ დელტა შტამი ყურებითაც გადადის. როდესაც ასეთ ძლიერ შტამთან გვაქვს საქმე, როგორ შეიძლება ეს 300 და 500 კაცში არ გავრცელდეს?!

მაპროვოცირებელი იყო გამოცხადებული ამნისტიაც, რის გამოც, საზოგადოებაში იყო აღქმა, რომ ყველაფერი უკვე თავისუფალია. ჩემს კოლეგებთან მისული დამკვეთი უმტკიცებდა, რომ ქორწილის გადახდა ნებადართულია. ამ დისკუსიაში შედიოდნენ და ასეთი ვითარება იყო, როდესაც ქორწილის ან სხვა ივენთის დაკვეთა უნდოდათ“, - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
05

25/03/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022