საზოგადოება
11/05/2023

შიომღვიმის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მცხეთა-შიომღვიმის მონასტერის საავტომობილო გზის 3 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
 
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რეაბილიტირებული მონაკვეთი შიომღვიმის მონასტერთან მისასვლელი გზაა, რომელიც მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. გზა გადის როგორც დასახლებულ, ისე დაუსახლებელ ტერიტორიაზე.
 
პროექტის ფარგლებში, განახლდა საგზაო საფარი, მოეწყო წყალგამტარი მილები და კიუვეტები. ასევე, განახლდა საგზაო ნიშნები და ჩატარდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.
 
დეპარტამენტის ინფორმაციით, შიომღვიმესთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.
 
პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 2 მილიონ ლარამდეა.
Businesspartner