საზოგადოება
12/08/2021

შეზღუდვები, რომელიც საქართველოში 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე იმოქმედებს

ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ახალი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.

14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მოქმედებს  შემდეგი  წესები:

  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს
  • იკრძალება ფესტივალები, სპორტული ღინისძიებები, მასობრივი ღონისძიებები;
  • ბავშვთა გასართობი ცენტრები;
  • კვების ობიექტები იმუშავებს 23:00 საათამდე

საკოორდინაციო საბჭოს წევრებს დღევანდელ სხდომაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მიმართა რეკომენდაციით, სექტემბრიდან, კვების ობიექტებში, სპა სალონებში, ფიტნესცენტრებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში, პირთა დაშვება შესაძლებელი გახდეს ვაქცინით ერთი აცრის ან სრული კურსის, ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე. საბჭო აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას ეცნობება.

ვაქცინაციის მაქსიმალური გაფართოებისა და ხელმისაწვდომობის გაზრის მიზნით აცრების პროცესში სამხედრო ექიმები ჩაერთვებიან.

საკოორდინაციო საბჭოს მიღებული გადაწყვეტილებით, სამხედრო ექიმებისგან დაკომპლექტებული ბრიგადები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე განახორციელებენ ვაქცინაციას.

საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით,თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში დაინიშნება სპეციალური ტრანსპორტი, რომელიც მოქალაქეებს ვაქცინაციის ცენტრებამდე მიიყვანს.

„რესპუბლიკური საავადმყოფო და მასთან აფელირებული სამედიცინო უნივერსიტეტის დიდი სივრცე, დღეში ცრის 4 500 ადამიანს. ეს არის თბილისში ჩატარებული აცრების დახლოებით 30 პროცენტი, ამიტომ რესპუბლიკური საავადმყოფოსკენ, ქალაქის სხვადასხვა კუთხიდან, ამაზე მუშაობს საკოორდინაციო შტაბი, დაინიშნება სპეციალური ავტობუსები – მივდივარ ვაქცინაციისთვის. ასევე დაინიშნება ტექნიკური უნივერსიტეტისკენ. ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე საკმაოდ დიდი რაოდენობით აცრები წარმოებს, ინფექციურის, ბოჭორიშვილის საავადმყოფოს მიერ, ასევე იქნება იქ. ასევე იქნება ჰუალინგის ცენტრი, რომლიც 1 700 აცრას აწარმოებს დღის განმავლობაში. ასევე იქნება კავკასიის მედიცინის ცენტრისა და ბოკერიას კლინიკებისკენ. ჩვენ გადავეცით შტაბს სია ლოკაციების, სადაც თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში არის მთავარი ლოკაციები, ხოლო იქ, სადაც პოლიკლინიკები არის ძალიან ახლოს, ფეხითაც შეგიძლიათ, მიბრძანდეთ“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა,  გამყრელიძემ.