საზოგადოება
30/06/2022

შეცვალეთ ძველი გლუკომეტრი ახლით - 4Hospitals-ის, სინოქეასა და პსპ-ს აქცია

შაქრიანი დიაბეტი საჭიროებს მუდმივ ყურადღებასა და გლუკოზის დონის კონტროლს სისხლში, რაც ძალიან მარტივია გლუკომეტრის გამოყენებით. სწორედ ამიტომ,  კომპანია 4Hospitals-მა, სინოქეასა და პსპ-თან ერთად, დაგეგმა გრანდიოზული აქცია, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს უსასყიდლოდ გადაეცემათ გლუკომეტრები. უფრო კონკრეტულად, მათ ეძლევათ საშუალება შეცვალონ ძველი ახლით.

ეს აქცია არის საუკეთესო გზაყოველდღიურობის გაუმჯობესებისა და კომფორტისთვის. 15 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში, პსპ-ს ნებისმიერ აფთიაქში მომხმარებელს შეუძლია მიიტანოს ძველი გლუკომეტრი, განურჩევლად იმისა, თუ რომელი ქვეყნის წარმოებაა, მუშა მდგომარებაშია, გაფუჭებული თუ უბრალოდ მოძველებული და სრულიად უსასყიდლოდ გადაცვალოს სინოქეას ახალ გლუკომეტრში.

დამატებით, მომხმარებლები შეძლებენ ისარგებლონ -30%-იანი ფასდაკლებით ტესტ-ჩხირებზე გლუკომეტრის გადაცვლის მომენტში.  

კომპანია 4ჰოსპიტალსი მუდმივად უზრუნველყოფს ტესტ-ჩხირების მიწოდებას პსპ-ს სააფთიაქო ქსელისთვის ყველაზე ხელმისაწვდომ და დაბალ ფასად საქათველოს ბაზარზე.

  • გლუკომეტრს აქვს უვადო გარანტია
  • 24 საათიანი ცხელი ხაზი 2 30 51 20
  • სერვის ცენტრი თბილისში, ლუბლიანას #28.

აქციების შესახებ ინფორმაციისთვის თვალი ადევნეთ სინოქეას Facebook გვერდს - გლუკომეტრი Sinocare.