საზოგადოება
11/09/2020

შემოქმედებითად მსახიობები დიდი სტრესის ქვეშ არიან - მარჯანიშვილის თეატრი

მარჯანიშვილის თეატრის დირექტორის ეკა მეზვრიშვილის თქმით, გამკაცრებული რეგულაციების შემდეგ თეატრი არაერთი პრობლემების წინაშე დადგა. მიმდინარეობდა რეპეტიციები და ბევრი პროექტი იყო დაგეგმილი.

„ჯერჯერობით შეგვიძლია მხოლოდ ღია სივრცეში გავმართოთ სპექტაკლები. სეზონის დასრულების შემდეგ, 2 ოქტომბერს პრემიერა უნდა გვქონოდა თეატრში. სკამის გამოტოვება, თერმოსკრინინგი, დეზობარიერები, და სხვა რეკომენდაციები გათვალისწინებული იყო. რეპერტუარშიც ის სპექტაკლები დავტოვეთ, რომელსაც  შესვენება არ ჰქონდა. თუ სიტუაცია ასე გაგრძელდა გაურკვეველია როდის მოგვეცემა მუშაობის საშუალება. მეტი კონტროლი, რომ ყოფილიყო ზაფხულის პერიოდში, ასეთ მდგომარეობამდე არ მივიდოდით და შესაძლოა თეატრიც არ დაკეტილიყო,“– აღნიშნავს ეკა მეზვრიშვილი.

თეატრის დირექტორის თქმით, სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველა თანამშრომლის ანაზღაურებას, რაც დიდი შეღავათია იმის ფონზე, რომ ქვეყანაში უამრავი ადამიანი ხელფასისა და სამსახურის გარეშე დარჩა.

„ჩვენს 250 თანამშრომელს ამ მხრივ პრობლემა არ შექმნია, არც თანამშრომლები შეგვიმცირებია. თუმცა, თეატრს ძალიან ბერვი სხვა ხარჯი აქვს რისი ანაზღაურებაც საკუთარი შემოსავლებიდან უწევს. შემოქმედებითად ძალიან დიდი სტრესის ქვეშ არიან მსახიობები. პანიკას არ უნდა მივეცეთ, რადგან განწყობა ძალიან მნიშვნელოვანია,“– ამბობს მარჯანიშვილის თეატრის დირექტორი ეკა მეზვრიშვილი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022