შეკრების დროა Art-გენი 2022-ზე! - ლუდი "ნატახტრისა" და ფესტივალი Art-გენის მრავალწლიანი მეგობრობა გრძელდება
ფესტივალი Art-გენი 2022-ის თბილისის ტური 15 ივლისს, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში „სუხიშვილების“ კონცერტით გაიხსნება. ლუდი „ნატახტარი“ კვლავაც ფესტივალის მხარდამჭერია. ღონისძიებაზე მისულ სტუმარს ბრენდი ლუდი „ნატახტრის“ ხავერდოვანი გემოთი უმასპინძლებს, რაც ერთად ყოფნის წუთებს უფრო სასიამოვნოს გახდის.
ფესტივალი თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმის ძველ სცენაზე, ამფითეატრში, 15, 16, 17, 22, 23 და 24 ივლისს, პარასკევი, შაბათი-კვირის დღეებში გაიმართება. 16 ივლისს, დასკვნით კონცერტს GAGA FRANI გამართავს, 17 ივლისს კი - ჯგუფი REGGAEON. 22 ივლისს, ფესტივალის მაყურებლის წინაშე ნინო ქათამაძე & INSIGHT წარსდგება. 23 ივლისს, წელს, პირველად Art-გენი სანდრო ნიკოლაძის საავტორო მუსიკის კონცერტს უმასპინძლებს. 24 ივლისს, ფესტივალის თბილისის ტურს, „33ა“-ს დასკვნითი კონცერტი დახურავს.
დასკვნით კონცერტებამდე დღის განმავლობაში მოეწყობა ქართული რეწვის გამოფენები, სხვადასხვა რეგიონის ფოლკლორული კონცერტები, ქართული სამზარეულოს კუთხეები.
„გვიხარია, რომ ლუდი „ნატახტრისა“ და ფესტივალი „Art-გენის“ მრავალწლიანი მეგობრობა გრძელდება. პანდემიური 2 წლის შემდეგ, „ნატახტარმა“ გადაწყვიტა, ადამიანებს ერთმანეთის მეტად ნახვისკენ უბიძგოს, რაც ბოლო 2 წელი ნამდვილად გვაკლდა. ასე რომ, შეკრების დროა Art-გენზე“ - აღნიშნავს „ეფეს საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ქეთი ჟვანია.
ფესტივალი Art-გენი 2004 წელს დაფუძნდა. წლების მანძილზე Art-გენმა მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დააარქივა. მათ შორის დაკარგვის პირას მყოფი, ბევრი უნიკალური მასალა. წლების მანძილზე Art-გენმა ბევრი ახალი ანსამბლის, ჯგუფის და მუსიკოსის ჩამოყალიბებას და განვითარებას შეუწყო ხელი. ცოცხალი და საავტორო მუსიკის პოპულარიზაციის ფარგლებში მისი დამსახურებით, არაერთი ნიჭიერი მუსიკოსი და ბენდი გაიცნო ფართო აუდიტორიამ.