საზოგადოება
04/01/2021

სემეკს საერთაშორისო სტანდარტის ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიკატი მიენიჭა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას (სემეკს) ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიკატი მიენიჭა.
 
როგორც კომისიაში აცხადებენ, საერთაშორისო ექსპერტების მიერ ერთი წლის განმავლობაში სემეკში განხორციელებული სამუშაოებისა და აუდიტის საფუძველზე დადგინდა, რომ კომისიის საქმიანობის ხარისხი სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისოდ აღიარებულ ხარისხის მართვის მოთხოვნებთან.