საზოგადოება
04/07/2022
სებ-ი ბაგრატ III და ფარნავაზ I საკოლექციო მონეტების შესაძენად წინასწარი შეკვეთების მიღებას იწყებს
ეროვნული ბანკი მეფე ბაგრატ III და მეფე ფარნავაზ I-ის თემებზე ოქროსა და ვერცხლის მონეტების შეძენით წინასწარი შეკვეთების მიღებას იწყებს.
მონეტების გამოშვება 2023 წლის მეორე ნახევარშია დაგეგმილი. მონეტების სრული სარეალიზაციო ფასი კი მათი გამოშვების შემდეგ გახდება ცნობილი.
სებ-ი ინფორმაციით, მონეტებზე წინასწარი შეკვეთები მიიღება მხოლოდ ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის საშუალებით 2022 წლის 5 ივლისიდან 2022 წლის 18 ივლისის ჩათვლით. მომხმარებელმა წინასწარ უნდა გადაიხადოს ვერცხლის მონეტისთვის 50 ლარი, ხოლო ოქროს მონეტის შემთხვევაში 1000 ლარი, რაც შესაბამისი მონეტის სრული საფასურის შემადგენელი ნაწილია.