საზოგადოება
11/04/2022

საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა "ვიდეოოპერატორის" პროფესიული მომზადების პროგრამას იწყებს

საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა იწყებს ვიდეოოპერატორისპროფესიული ომზადების პროგრამას.  

კოლეჯის დამფუძნებელმა მაია ჩიხლაძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, რომ პროგრამის განხორციელების პროცესში მსმენელს გამოუმუშავდება ვიდეოოპერატორისთვის საჭირო უნარ-ჩვევებიშეისწავლის ვიდეო გადაღების ხელოვნება, ვიდეო-მონტაჟს, კომპოზიციის, ფერისა და სინათლის გამოყენების ხერხებს და კანონებს, გაეცნობა ციფრული ტექნიკით მუშაობას სტუდიური, გარე გადაღებების  თავისებურებებს.

პროფესიული მომზადების პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს შეეძლება იმუშაოს დამოუკიდებლად, როგორც ტელევიზიებში ისე ფრილანსერად.  

საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა  მდიდარი ტრადიციის მქონე, უძველესი პროფესიული სასწავლებელია, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით,   დაიტერესებული პირებისთვის უზრუნველყოფს შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროგრამების შეთავაზებას.