საზოგადოება
23/10/2020

საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნაღდი ანგარიშსწორება უქმდება, იკრძალება ფეხზე დგომა - ახალი წესები

თბილისში, 24 ოქტომბრიდან, პირველი სწრაფი სატრანზიტო დერეფანი ამოქმედდება. დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ თბილისის ავტობუსების ახალი ქსელი წარადგინა და განაცხადა, რომ მიმდინარეობს 10 სწრაფი სატრანზიტო დერეფნის მოწყობა.

პირველი სწრაფი სატრანზიტო დერეფანი და მისი მკვებავი საქალაქო და საუბნო მარშრუტები მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს ამოქმედდება.

აღსანიშნავია, რომ ახალი ქსელის გაშვებით, საშუალო მოცდის დრო შემცირდება 7 წუთამდე (მინ. 3 წთ/მაქს. 15წთ.), ხოლო ავტობუსებში მგზავრთა ტევადობა გაიზრდება 2.5-ჯერ. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოქალაქეებისთვის მცირდება მგზავრობისა და მოცდის დრო.

როგორც ხმალაძემ აღნიშნა, ხვალიდან დღეისათვის მოძრავ მარშრუტებს,ახალი დაემატება. კიდევ ერთი სიახლე, რაზე დედაქალაქის ვიცე-მერმა ისაუბრა ის, არის რომ ახალ მარშრუტებზე მოძრავ ავტობუსებში და მიკროავტობუსებში თანხის გადახდა  მხოლოდ ბარათის საშუალებით, მგზავრობის დასაწყისშივე  იქნება შესაძლებელი.

ახალი მიკროავტობუსების მძღოლების ანაზღაურება იქნება ფიქსირებული, რითიც მოხდება მარშრუტზე მოძრაობის გრაფიკიდან გადაცდომის და მგზავრის ფეხზე დგომის პრევენცია.  მიკროავტობუსების ხაზების მონიტორინგი განხორციელდება თანამედროვე GPS და მგზავრთა მთვლელი სისტემების გამოყენებით.

,,ავტობუსების პარკის განახლების მიმდინარე პროცესის ფარგლებში უკვე შემოყვანილია 550 ახალი ავტობუსი; სრულდება დამატებით 12-მეტრიანი 130 ავტობუსის შემოყვანა, ხოლო 2021 წლიდან ამ რაოდენობას 18-მეტრიანი 200 ავტობუსი დაემატება" - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

Businesspartner