საზოგადოება
12/02/2021

საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდა თიბისის ბარათებითაც შესაძლებელია

თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში - მეტროში, ავტობუსებში, საბაგიროებსა და ლურჯი ფერის მიკროავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა უკვე თიბისის ნებისმიერი Visa და MasterCard ბარათით არის შესაძლებელი.

მეტი სიმარტივისთვის, თიბისის მომხმარებელები გადახდას Apple Pay-ს საშუალებითაც შეძლებენ.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში თიბისის ბარათებით გადახდა ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისის მასშტაბით იქნება შესაძლებელი, ძალიან მალე კი სხვა ქალაქებიც დაემატება.

მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისი მათ კიდევ არაერთ საინტერესო სიახლეს შესთავაზებს.