საზოგადოება
31/07/2020

საზღვაო სექტორის მასშტაბური კვლევა იწყება

საზღვაო სფეროში მასშტაბური კვლევები იწყება, რომელსაც სავაჭრო სამრეწველო პალატის მიერ დაფუძნებული ბიზნეს კვლევების სახლი ჩაატარებს. 

იგეგმება საქართველოს საზღვაო ინდუსტრიის მრავალმრივი და სრულმასშტაბიანი კვლევის ჩატარება, რომლის მიზანს არსებული ვითარების შეფასება და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის დარგის განვითარების სამომავლო პრიორიტეტების გამოკვეთა წარმოადგენს.

ბიზნეს კვლევების სახლის წარმომადგენლებსა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს შორის დღეს პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. იმსჯელეს რამდენიმე მიმართულებაზე , რომლებზეც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კერძო სექტორთან და ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად მუშაობს.

2020 წლის დეკემბერში ქვეყანას საზღვაო სტრატეგიის სრულყოფილი დოკუმენტი ექნება, რომელიც ქართველ მეზღვაურთა დასაქმების ხელშეწყობის, საქართველოს საზღვაო დროშისა და საზღვაო პორტების განვითარების და  საზღვაო ბიზნესების ხელშეწყობის მიმართულებით  გეგმებს გააერთიანებს.

 

Businesspartner