საზოგადოება
12/02/2021

საწვავი გაძვირდა - ფასმა შესაძლოა კიდევ მოიმატოს

საწვავის ფასი იანვარში რამდენჯერმე გაიზარდა, თუმცა ეს გაძვირების ბოლო შემთხვევა არ არის - ასე აფასებს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი დღეს ბაზარზე არსებულ ვითარებას. გაერთიანების ინფორმაციით ბოლო დღეებში ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავი საშუალოდ 5-12 თეთრით გაძვირდა. საქმე ეხება, როგორც ბენზინის ასევე დიზელის საწვავს.

დღეისათვის 1 ლიტრი რეგულარის ტიპის საწვავის ფასი ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე 2,28-დან 2,34 თეთრამდე მერყეობს რაც შეეხება დიზელს. ამ შემთხვევაში ფასები 2,33-დან 2,47-მდეა.

ფასების ზრდის ძირითად მიზეზად ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ვითარებას ასახელებენ.

დღეის მდგომარეობით, Brent-ის ტიპის საწვავი ბარელი 61,15 დოლარი ღირს, WTI მარკის კი - 58,36 დოლარია.

 

 

 

Businesspartner