საზოგადოება
21/04/2022
საცხოვრებელი უძრავი ქონება გაძვირდა
მაღალი ინფლაციის ფონზე საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასებმა მოიმატა.
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 4.2%-ით არის გაზრდილი, ინდექსის წლიურმა ზრდამ 3.4% შეადგინა, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით კი ზრდა 13%-ს აღემატება.
2022 წლის პირველ კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით გაზრდილია როგორც საცხოვრებელი ბინები (5.4%), ასევე კერძო სახლები (2%).
2021 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა ასევე დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 4.5%-ით, კერძო სახლებზე 1%-ით.
აღსანიშნავია, რომ RPPI-ი მოიცავს თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტს.