საზოგადოება
11/10/2022

სასწრაფო დახმარების ექიმებს ბიოლოგიური და რადიაციული ინციდენტებისთვის მოამზადებენ

საქართველოში პირველად, სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე მორეაგირე სამედიცინო ჯგუფების გადამზადებისა და რეაგირების მიზნით “პროექტი 88” ტარდება.

როგორც jandacva.ge წერს, პროექტის ფარგლებში სასწავლო სატრენინგო ცენტრის შესაბამისი სპეციალური სასწავლო აღჭურვილობით  უზრუნველყოფა მოხდა. ამ აღჭურვილობას, რომლის ღირებულებაც 300 ათასი ევროა, საქართველო უფასოდ მიიღებს.

ასევე დაგეგმილია ინციდენტებზე რეაგირებისთვის სამედიცინო ეკიპაჟებისთვის სპეციალური აღჭურვილობის უზრუნველყოფა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის 88-ს მასპინძელი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრია.

პროექტი 88 2022 წლის 10 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება და მასში სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპის 10 ქვეყნის 50 -მდე მონაწილე იღებს მონაწილეობას.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023