საზოგადოება
11/09/2020

სასწავლო დაწესებულებებს, რომლებმაც სწავლა უკვე დაიწყეს, დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა მოუწევთ

სასწავლო დაწესებულებებს, რომლებმაც სწავლა უკვე დაიწყეს, დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა მოუწევთ.

განათლების მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ეხება როგორც საჯარო, ისე კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

ეკატერინე დგებუაძემ განმარტა, რომ სასწავლო პროცესი დიდი ქალაქების (თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, გორის, ზუგდიდისა და ფოთის) გარდა სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება.

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ განათლების სისტემა მზად არის სასწავლო პროცესი დაიწყოს როგორც საკლასო ოთახებში, ასევე, დისტანციურად.

"კორონავირუსის პანდემიის გამო, ზაფხულის განმავლობაში საქართველოს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ინტენსიურად ემზადებოდა ე. წ. ჰიბრიდული მოდელისათვის, რაც სასწავლო პროცესის წარმართვას შერეული მეთოდით გულისხმობს. გარდა ამისა, სამინისტროს აქვს გაზაფხულის სემესტრის მნიშვნელოვანი გამოცდილება, რაც იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ სასწავლო პროცესი დისტანციურ ფორმატში შეუფერხებლად წარიმართება.

მინისტრის ბრძანებით შექმნილი და დამტკიცებულია დისტანციური სწავლების წესი, შესაბამისი ცვლილებები შევიდა ეროვნულ სასწავლო გეგმაში. აღნიშნულის შესახებ ყველა სკოლა ინფორმირებულია", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 

Businesspartner