საზოგადოება
02/06/2023

სასმელი წყალი არის უსაფრთხო - გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია

"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ დეზინფორმაციას კომპანიის დაფარვის არეალში არსებული სასმელი წყლის ვარგისიანობასთან დაკავშირებით:

"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს სასმელი წყლის შემოწმებასა და კონტროლს. ორგანულ-ლეპტიკური, ფიზიკურ-ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზების კვლევების მიხედვით, სასმელი წყლის ხარისხი აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ სანიტარიულ ნორმებს.

ასევე, ლაბორატორიული დასკვნების საფუძველზე, წყალი არის უსაფრთხო ქიმიური, ეპიდემიური და რადიაციული თვალსაზრისით.

შესაბამისად, კომპანიის მომხმარებლებისთვის სასმელი წყალი ხარისხითა და მისი შემადგელობით  ვარგისიანია,"-აღნიშნულია "გაერთიანებული წყალომარაგების კომპანიის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

Businesspartner