საზოგადოება
28/01/2021

საყოველთაო ჯანდაცვის ტარიფების გადახედვა არ ნიშნავს გაძვირებას - გიორგი მინდიაშვილი

საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დადგენილი ტარიფების გადახედვა არ ნიშნავს, რომ პროგრამის ბიუჯეტის გაიზრდება, - ასე უპასუხა „ევექსი ჰოსპიტლების“ გენერალურმა დირექტორმა „ბიზნესპარტნიორის“ კითხვას ჯანდაცვის სერვისების გაზრდილ ტარიფებს რამდენად ეყოფა 2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული 760 მლნ ლარი.

„გამიჭირდებოდა ეს პირდაპირ დამეკავშირებინა ბიუჯეტთან. ტარიფების გადახედვა არ ნიშნავს აუცილებლად გაძვირებას - რაღაც ტარიფები შესაძლოა გაიზარდოს, რაღაც ტარიფები შემცირდეს. მთავარია სამართლიანი ფორმულის და ინდექსაციის მექანიზმის შემუშავება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, როდესაც პროგრამის ბიუჯეტზე ვსაუბრობთ, არის ის, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მოიაზრებს სელექტიური კონტრაქტირების მექანიზმის უფრო სწრაფად ამოქმედებას. ამაზე იყო ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრისას საუბარი, შესაძლოა ეს თემა მეორე კვარტალიდან გააქტიურდეს. ამ კუთხით არსებობს არა ტარიფებით, არამედ გაცილებით სწორი მექანიზმებით ბიუჯეტის ხარჯვის კლების შესაძლებლობა“, - განაცხადა გიორგი მინდიაშვილი და მა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას.

საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დადგენილი ტარიფები, შესაძლოა გადაიხედოს და ის მომსახურების თვითღირებულებას მიებას. დაგეგმილია შეიქმნას სამუშაო ჯგუფები, რომელთაგან ერთი იმუშავებს ტარიფების ღია და გამჭვირვალე ფორმულის დადებაზე და მოხდება ფასთა ინდექსაციის მექანიზმიც. სავარაუდოდ, ინდექსაცია, შესაძლოა მოხდეს 3 წელიწადში ერთხელ.

სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლები აცხადებენ, რომ გაზრდიალი პროდუქციის თვითღირებულება, რის გამოც უნდა მოხდეს ახალი ფორმულის შემუშავება, რომელიც მომსახურების ღირებულებას განსაზღვრავს.

სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები სექტორში არსებულ კრიზისზე სასაუბროდ ჯანდაცვის მინისტრს 25 იანვარს შეხვდნენ.

 

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023