საზოგადოება
25/10/2020

"საპარტნიორო ფონდმა“ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს 10 000 სამედიცინო პირბადე გადასცა

COVID 19-თან ბრძოლის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდმა“ ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს საქართველოში ფონდის მხარდაჭერით წარმოებული სპეციალური დამცავშრიანი სამედიცინო პირბადეები Faceguard-ი და ფონდის საერთაშორისო პარტნიორების მიერ გამოგზავნილი პირბადეები გადასცა.  

„სამედიცინო სექტორისთვის რთული პერიოდია და „საპარტნიორო ფონდი“ აგრძელებს აქციას, რომლის ფარგლებში გადავცემთ ყველაზე მაღალი დაცვის პირბადეებს იმ კლინიკებს, სადაც კოვიდ პაციენტები არიან. სამშრიან სამედიცინო პირბადეებს სახელწოდებით Faceguard-ი, „საპარტნიორო ფონდის“ დახმარებით, ქართული კომპანია აწარმოებს. გარდა აჭარისა, მსგავსი აქციით თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, რაჭა-ლეჩხუმსა და სხვა რეგიონებში მაქსიმალურად ვცდილობთ, დავეხმაროთ სამედიცინო სექტორს,“ - განცხადა დავით საგანელიძემ.

ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის პირბადეების საწარმო უნიკალურია საქართველოში, რომელიც სპეციალურ სამშრიან პირბადეებს ე.წ. „Melt blown“ უმაღლესი ხარისხის ნედლეულით აწარმოებს და  99%-იან დაცვას უზრუნველყოფს.

„ჩვენი წარმოება „საპარტნიორო ფონდის“ დახმარებით, საქართველოში ვირუსის გავრცელების პირველივე პერიოდიდან დაიწყო. ჩვენი პროდუქცია უმაღლესი ხარისხის ნედლეულისგან იქმნება. დღეს ბაზარზე არსებობს ერთშრიანი, ორშრიანი და სხვადასხვა ტიპის ისეთი პირბადეები, რომლებიც დაცვის მინიმალურ დონესაც არ უზრუნველჰყოფს. ხოლო ვინაიდან პანდემიის პირობებში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ხარისხი იძენს, ვირუსისგან 99.7%-იან დაცვას სწორედ ჩვენი პირბადეების შუა შრე განაპირობებს. მოხარული ვარ, რომ ამ პროდუქციით სარგებლობას დღეიდან ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოც შეძლებს,“ განაცხადა „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსის“ დამფუძნებელმა, დავით მიმინოშვილმა.

ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს ცენტრალური და დასავლეთ აზიის მიმართულებით სინძიანის ეკონომიკური მიმოცვლის ასოციაციისა და ჩინეთის ტექნოლოგიური ბაზრების ასოციაციის სამეცნიერო ინდუსტრიების თანამშრომლობის კომიტეტის მიერ ფონდისთვის გამოგზავნილი 4000 ცალი პირბადე და საქართველოში ფონდის მხარდაჭერით წარმოებული 6000 ცალი პირბადე გადაეცა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022