საზოგადოება
11/12/2020

საპარტნიორო ფონდი COVID 19-თან ბრძოლის ფარგლებში, პროფილური კლინიკების მხარდაჭერას განაგრძობს

საპარტნიორო ფონდი“ COVID 19-თან ბრძოლის ფარგლებში, პროფილური კლინიკების მხარდაჭერას განაგრძობს.

ამჯერად ფონდმა „საპარტნიორო ფონდმა“ ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოსთვის თხევადი ჟანგბადის 8-ტონიანი ავზი  და  მისი დამხმარე მოწყობილობები   შეიძინა და  კლინიკას საჩუქრად გადასცა.

„რამდენიმე კვირის წინ „საპარნტიორო ფონდის“ ხელმძღვანელი, ბატონი დავით საგენელიძე იმყოფებოდა ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკაში და გადმოგვცა 10 000 პირბადე. იგი გაეცნო არსებულ სიტუაციას და გამოწვევებს. ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ, რომ ჟანგაბდის გაზრდილი ხარჯის გამო, გაჩნდებოდა დამატებითი რეზერვუარის საჭიროება. ბატონმა დავითმა მოახერხა ამ საკითხის უმოკლეს ვადებში გადაჭრა,“ განაცხადა ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ, ოთარ დავითაძემ.

ავზი უკვე დამონტაჟებულია და მისი  დახმარებით, კლინიკას საშუალება მიეცა, დღეისათვის არსებული გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, დამატებით ჟანგბადის საჭიროების მქონე კოვიდ პაციენტებისთვის 72 საათის სამყოფი მარაგები უზრუნველჰყოს.

„შექმნილ ვითარებაში არსებული 6-ტონიანი რეზერვუარი ჩვენთვის საკმარისი აღარ იყო. „საპარტნიორო ფონდმა“ მიიღო გადაწყვეტილება, დაგვხმარებოდა ამ დიდი პრობლემის მოგვარებაში და დამატებით თხევადი ჟანგბადის 8-ტონიანი ავზი გადმოეცა ჩვენთვის,“ აღნიშნა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კონსულტანტმა ჰოსპიტალური მართვის საკითხებში, ზაზა ავალიანმა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020