სამყარო ზედმეტად ლამაზია საიმისოდ, რომ სახლში დარჩე და არ იმოგზაურო!
თუ სურვილი გაქვს, ისწავლო, შეიმეცნო, იპოვო საკუთარი თავი, მაშინ სტივენ კოვს დაუჯერე და იცხოვრე არა საათით, არამედ კომპასით.
«ვინც ცხოვრობს, ბევრს ხედავს, ვინც მოგზაურობს - კიდევ უფრო მეტს», გვეუბნება ერთი არაბული ანდაზა და Hermes Apartments-ის დამფუძნებელი და მმართველი, მარიკა დავითაძეც, ფიქრობს, რომ ცხოვრება მოგზაურობის და ახალი ადგილების აღმოჩენის გარეშე სრულყოფილებას არის მოკლებული.
მარიკას თავად ძალიან უყვარს მოგზაურობა და ძირითადი საქმიანობაც სწორედ ამიტომ დაუკავშირა ამ სფეროს. წლების მანძილზე ტურისტულ სააგენტოებში დაგროვილმა დიდმა სამუშაო გამოცდილებამ და ამ საქმის სიყვარულმა გადააწყვეტინა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული სტუმრების მასპინძელი გამხდარიყო საკუთარ Hermes Apartments-ში.
ის ამბობს, რომ მისთვის თითოეულ სტუმართან ურთიერთობა არის სიამოვნება, რომ ის ძალიან კომფორტულად გრძნობს სტუმარ-მასპინძლობის სფეროში თავს, რაც, რა თქმა უნდა, მომხმარებელზე დადებითად აისახება და ორივე მხარის კმაყოფილებას ვიღებთ შედეგად.
Hermes Apartments-ი ქალაქის გულშია, ერთ ლამაზ, ძველ სახლში, რომელსაც ძეგლის სტატუსიც აქვს მინიჭებული, უკვე სადარბაზოში იგრძნობა დადებითი აურა, ტყუილად ხომ არ ჰქვია აპარტამენტებს Hermes, რაც ბერძნული მითოლოგიიდან ჰერმესის, ზევსის და მაიას ძის, სახელს უკავშირდება, რომელსაც სხვა ღვთიურ უნარებთან ერთად მოგზაურთა მფარველობასაც მიაწერდნენ.
მარიკა უკვე რამდენიმე წელია რაც წარმატებით უძღვება Hermes Apartments-ს, მისი მთავარი პრიორიტეტი არის სტუმრისთვის კომფორტის შექმნა და უმაღლესი ხარისხის სერვისი, რაც მის აპარტამენტებში მაღალ ჰიგიენურ ნორმებში, მუდმივად კეთილგანწყობილი პერსონალის მაღალკვალიფიციურ მომსახურებაში და სტუმრების საჭიროებაზე გათვლილ თითოეულ დეტალში გამოიხატება.
Hermes Apartments-ი 4 დამოუკიდებელ, კომფორტულ, ყველა საჭირო ნივთით აღჭურვილ აპარტამენტს აერთიანებს და იქ მისულ სტუმარს ქალაქის ცენტში, ულამაზეს სახლში, მყუდრო თბილისურ გარემოს და ყველა პირობას სთავაზობს საიმისოდ, რომ მისი სტუმრობა სასიამოვნო გახდეს და საბოლოოდ ისევ დაუბრუნდეს მისთვის უკვე ცნობილ მისამართს.
სურვილის შემთხვევაში გარდა განთავსებისა მარიკა საკუთარ სტუმარს სხვა ტურისტულ სერვისებსაც სთავაზობს, ტრანსფერი იქნება ეს, თუ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში საინტერესო ტურების ორგანიზება.
უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი, მათი რეკომენდაციით მოსული ბევრი ახალი სტუმარი გაფართოებისკენ უბიძგებს Hermes Apartments-ის მასპინძელს და ის მალე საკუთარ სტუმრებს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უკვე ახალ მისამართზე, ქალაქ ბათუმშიც უმასპინძლებს.
წინ უთვალავი გეგმა და ბევრი საქმეა, შემართება დ საქმის კეთების სურვილი დიდი, ასე რომ ბევრ სიახლეს ველოდებით Hermes Apartments-ისგან.
მარიკა ამავდროულად აქტიურად არის ჩართული BPN Georgia-ს ბიზნესის განვითარების პროგრამაში და ამ გრძელვადიანი პროგრამის ფარგლებში სემინარებზე, ინდივიდუალურ კონსულტაცია-ქოუჩინგებზე მუდმივად საკუთარ განვითარებაზეც ზრუნავს, იზიარებს ქართულ და შვეიცარიულ გამოცდილებას ბიზნესის მართვის და ტურიზმის სფეროდან და შეძენილ ცოდნას აქტიურად იყენებს პრაქტიკაში.
BPN Georgia წარმატებას უსურვებს Hermes Apartments-ს და მარიკას მის საქმიანობაში!