საზოგადოება
07/08/2023

სამაშველო ვერტმფრენების რაოდენობა იზრდება

„კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით ვთქვა, სრული პასუხისმგებლობით, რომ 100%-ით არის შესრულებული ყველა ღონისძიება, რაც ვერტმფრენით უნდა შესრულებულიყო", - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს ვერტმფრენების შესყიდვის პროცედურებზეც აცნობა. რომ აქტიური კომუნიკაციაა მომწოდებელ კომპანიასთან და ერთი უკვე დეკემბერში ადგილზე იქნება.

მისივე ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ და მთელი ღამის განმავლობაში განაგრძობენ. დღეს რვა ლოკაციაზე სხვადასხვა ნივთის, მათ შორის ტანისამოსის, ასევე ავტომობილის ფრაგმენტები ნახეს.

გზა ორივე მიმართულებით, ფაქტობრივად დასრულებულია. მჟავე წყლებთან ხიდის რეაბილიტაციაც სამშაბათს უკვე დიდი ალბათობით დასრულდება. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა ამბროლაურის რაიონული სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებლის, მირიან ჭელიძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.

მას ჟურნალიოსტებმა მეხანძრე-მაშველების სამუშაო პირობებზეც ჰკითხეს და უპასუხა, რომ მოწესრიგებულია ფორმა, განახლდა სპეციალური ტექნიკა და ავტოპარკი, 10 ახალის სახანძრო  მანქანაა შეძენილი. ასევე აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები.

„მაშველის ხელფასი1500 ლარამდეა. გაუმჯობესდა მათი სოციალური პაკეტი. დღეს ანაზღაურებაზე საუბარი, იქიდან გამომდინარე, რომ მართლა ჩვენი გმირი მაშველები ყველაფერს აკეთებენ საკუთარი რისკის, ჯანმრთელობის და რისკის ფასად, ვფიქრობ, რომ ცოტა არ იყოს უადგილოც არის. რაც არ უნდა იყოს ანაზღაურება, ის რაც გასაკეთებელია, ჩვენი სამსახურის – შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ეს არის გასაკეთებელი“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

სამუშაოებში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, დრონები და სპეცტექნიკა. ასევე, სტიქიის ზონაში მუშაობენ თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები.

Businesspartner