საკუთარ თავზე კარგი დარაჯი არ არსებობს - აკაკი ზოიძე პირბადის ტარებაზე
„მათემატიკა არ სჭირდება იმის დათვლას, რომ საქართველოს სამედიცინო რესურსი არ ეყოფა კოვიდინფიცირების შემთხვევებზე თუ მოქალაქეებმა რეგულაციები არ დაიცვეს,“ - განაცხადა განცხადება აკაკი ზოიძემ გადაცემაში "ბიზნესპარტნიორის ოთხეული".
ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტის განმარტებით, მსოფლიო გამოცდილებიდან გამომდინარე პირბადის ტარება კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ საუკეთესო მეთოდია.
„ჩვენ უნდა შევძლოთ და დავუჯეროთ საკუთარ კეთილგონიერების ხმას. საკუთარ თავზე კარგი დარაჯი არ არსებობს. 3,7 მილიონ ადამიანს მთავრობა პოლიციელს და მაკონტროლებელს ვერ დაუყენებს რომ მან პირბადე ატაროს. საკუთარმა თავმა უნდა გვიკარნახოს რომ საკუთარ ახლობლებს არ შევუქმნათ საფრთხე,“ - ამბობს აკაკი ზოიძე.
მისივე განმარტებით ადამიანები ორ კატეგორიად იყოფიან. ერთის მხრივ ხალხი, რომელსაც არ სჯერა ვირუსის და მეორე ნაწილი, რომელიც დაიღალა და ფიქრობს ჯობია ვირუსი გადაიტანოს და სამი თვე იმუნიტეტი ჰქონდეს.