საზოგადოება
26/04/2022
საქსტატს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს მალე ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. უწყების მოქმედ აღმასრულებელ დირექტორს გოგიტა თოდრაძეს თანამდებობაზე უფლებამოსილების 4 წლიანი ვადა მაისში ეწურება. თოდრაძემ საბჭოს ვაკანტურ წევრობაზე განაცხადი უკვე გააკეთა, განცხადება წარადგინა ასევე ალექსანდრე არაბულმა.
კანდიდატებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს.
კომიტეტმა 10 ხმით, საქსტატის საბჭოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე გოგიტა თოდრაძის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. საკითხს პლენარულ სხდომაზე გაიტანენ.
გახდება თუ არა მეორე ვადით გოგიტა თოდრაძე უწყების აღმასრულებელი დირექტორი, 8 წევრიანი საბჭო აირჩევს და დასანიშნად პრემიერ-მინისტრს წარუდგენს.
გოგიტა თოდრაძე 2018 წლიდან იკავებს როგორც საქსტატის საბჭოს წევრის, ისე საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას.