საზოგადოება
20/10/2022

"საქპატენტის" თავმჯდომარედ სოსო გიორგაძე დაინიშნა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარედ სოსო გიორგაძე დაინიშნა.

"საქპატენტის" ახალ თავმჯდომარესთან შეხვედრა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამართა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები მიმოიხილეს.

"საქპატენტის" თავმჯდომარედ დანიშვნამდე სოსო გიორგაძე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, მანამდე კი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სოსო გიორგაძე 2013 წლიდან მუშაობდა. სხვადასხვა დროს ის მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და იუსტიციის სახლს ხელმძღვანელობდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა სოსო გიორგაძეს "საქპატენტის" თავმჯდომარედ დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023