საზოგადოება
22/09/2022

სახიფათო ნარჩენების განთავსების რეგიონული ობიექტის მოსაწყობად მუშაობა მიმდინარეობს

ევროკავშირისა და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) ხელშეწყობითა და ფინანსური მხარდაჭერით, სახიფათო ნარჩენების განთავსების რეგიონული ობიექტის მოწყობის მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით, საქართველოში ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია და ახალი სამოქმედო გეგმა დამტკიცდა, რომელშიც ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის არსებულ ცხრა მიზანს ოთხი ახალი სტრატეგიული მიზანი, მათ შორის, სახიფათო ნარჩენების მართვის გაუმჯობესება დაემატა.

"სახიფათო ნარჩენების მართვა ნარჩენების მართვის ახალი ეროვნული  გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. სახიფათო ნარჩენების მართვის პროცესში აუცილებელია ევროპული სტანდარტების შესაბამისი სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელის არსებობა. ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერა და სამინისტროების აქტიური ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა აღნიშნა, რომ სახიფათო ნარჩენების მართვა მდგრადი გარემოს უზრუნველყოფის  მთავარი წინაპირობაა. 

შეხვედრას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023