საზოგადოება
22/07/2022

სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე კლინიკები ანაზღაურების მინიმალურ ზღვარს დააწესებენ

სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე კლინიკებს ვალდებულება ექნებათ, ექიმების, ექთნების, სანიტრებისა და სხვა რგოლის თანამშრომლებისთვის ანაზღაურების მინიმალური ზღვარი დააწესონ. 

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მათი ანაზღაურება ღირსეული უნდა იყოს. 

ზურაბ აზარაშვილის თქმით, სახელმწიფო კლინიკაში, კერძოდ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში პილოტურ რეჟიმში წარმატებით ხორციელდება ახალი სახელფასო სისტემა, რომელიც ღირსეული ანაზღაურების მინიმალური ზღვრის დაწესებას გულისხმობს.

"იმ მომგებიანობიდან გამომდინარე, რაც სექტორს აქვს, მოვუწოდებ, თავისის სურვილით გადახედოს მათ ხელფასებს, აიღოს ჩვენი მაგალითი, რა შეიძლება, ამ შესაძლებლობიდან გამომდინარე იყოს მინიმალური ანაზღაურება, ექიმებისთვის და ექთნებისთვის. მათ უნდა ჰქონდეთ ის ღირსეული ანაზღაურება, რასაც თავიანთი შრომიდან და კვალიფიკაციიდან გამომდინარე იმსახურებენ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა პირველი არხის ეთერში. 

 
Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023